saqarTvelos tbebi - inkiTis tba

მდებარეობა გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°10`25` ჩ. გ. 40°19`10` ა. გ.
ფართობი 0,4 კმ²
მოცულობა 810 ათ. კმ³
საშუალო სიღრმე 1.9 მ
მაქსიმალური სიღრმე 3.2 მ

 

რელიქტური ტბა ბიჭვინთის კონცხზე, გაგრის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1 მ. სარკის ფართობი 0,4 კმ², უდიდესი სიღრმე 3,2 მ, წყლის მოცულობა 810 ათ. მ³. ადრე ტბიდან ნაკადული გაედინებოდა, წყალი მტკნარი იყო. ამჟამად ტბის დონის ხელოვნურად დაწევის გამო, ტბაში ზღვის წყალმა იწყო შეჟონვა და წყლის მარილიანობა 5 გრ/ლ-მდე გაიზარდა. ინკითში 10 სახეობის თევზია. თევზის რეწვა პერიოდულია.